დახურვა
დახურვა
მინდოდა ქალბატონები ჯაზით მომეხიბლა

უდავოა, რომ რობერტ სტურუა ქართულ თეატრალურ სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომლის შემოქმედებაც, მოღვაწეობის დაწყებისთანავე, ქვეყნის ფარგლებს გასცდა.

რობერტ სტურუა რადიო „დარდიმანდის“ გადაცემას „დასელფე პაატა გულიაშვილთან ერთად“ სტუმრობდა, სადაც სახალისო და საინტერესო ისტორიები გვიამბო.

როგორც აღმოჩნდა, იგი მეტად მუსიკალური ადამიანია. შესანიშნავად უკრავს როიალზე და ამავდროულად ცდილობს თავისუფალ დროს ხატოს კიდეც.

წამყვანის კითხვაზე: რატომ არ გამოვიდა მხატვარი ან მუსიკოსი ამბობს, რომ კინო განსაკუთრებულად უყვარდა: „მამას უნდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, მაგრამ კინოს სამყაროში მოხვედრის სურვილმა მომხიბლა“.

მუსიკა მის ცხოვრებაში პირველი კლასიდან გაჩნდა, ამ პერიოდს იუმორით იხსენებს : „ჩემი მუსიკის მასწავლებელი ლამაზი, ახალგაზრდა ქალი იყო, მაგრამ ძალიან მკაცრი, ამიტომ მუსიკის სწავლაც აღარ მინდოდა, მამაჩემი ქალების დიდი მოყვარული გახლდათ, ამიტომ დედა ყოველთვის ეჭვიანობდა, ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს შევჩივლე მცემსთქო“. 

თუმცა მუსიკა მის ცხოვრებაში დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, უფრო მეტიც, ამბობს, რომ ადრეულ ასაკში გოგონების მოხიბვლას მუსიკით ცდილობდა.

რობერტ სტურუა მეტად მკაცრი რეჟისორია, მაგრამ ამასთან მსახიობებთან მეგობრული ურთიერთობის მომხრეა: „მახსენდება, ბატონი მიშა თუმანიშვილი, რომელიც მიკრძალავდა მსახიობებთან მეგობრულ ურთიერთობას, რადგან თვლიდა, რომ, მათთან მუშაობა გამიჭირდებოდა, მაგრამ ასე არაა. 

დღესდღეისობით ბევრს მსჯელობენ უნდა იყოს თუ არა საქართველოში  ნაციონალური თეატრი. რეჟისორი თვლის, რომ ეს აუცილებელია : „უნდა გვქონდეს ნაციონალური თეატრი, არა იმიტომ, რომ ჩვენ, ვინც თეატრში ვმუშაობთ, განსაკუთრებულები ვართ, პირველ რიგში ეს ქვეყანას სჭირდება“.

უკმაყოფილოა იმით, რომ ხშირად ახალგაზრდა მსახიობებს დიდი თუ პატარა როლის თამაში აღარ უნდათ, ამბობს, რომ მთავარია ესა თუ ის როლი კარგად ითამაშო და მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ დატოვო.

ყველაფერ ამასთან ერთად რეჟისორი ქართული სუფრისა და ტრადიციების დიდი მოტრფიალე აღმოჩნდა: „სადაც უნდა ვიყო, თამადობის გარეშე სუფრა ვერ წარმომიდგენია“.

გადაცემის ბოლოს, რობერტ სტურუამ რადიოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ღამით მოსმენა განსაკუთრებით უყვარს, გონია, რომ მარტო ის უსმენს და ეს სასიამოვნოდ ეჩვენება. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „დასელფე პაატა გულიაშვილთან  ერთად“ ყოველ პარასკევს, 7 საათზე რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის. 


მარიამ ნებიერიძემ 

2017 წელი. რადიო „დარდიმანდი“


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
დასელფე პაატა გუილიაშვილთან ერთად
დასელფე
      პაატა
პარასკევი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
დასელფე პაატა გუილიაშვილთან ერთად
დასელფე
      პაატა
პარასკევი 19:00